მღრღნელების საწინააღმდეგო ანტიკოაგულანტური პასტისებური მზა მისატყუარი.
შემადგენლობა: ბრომდიოლონი 0.005%.
ბრომადიოლონი ხელს უშლის სისხლში პროთრომბინის ფორმირებას და ამით იწვევს სისხლდენას და მღრღნელების სიკვდილს. ცალკეული მღრღნელების სიკვდილი არ იწვევს სხვა მღრღნელებში სატყუარისადმი რეზისტენტობას.
გამოყენება: გამოიყენება მღრღნელების (თაგვი, ვირთხა, მინდვრის თაგვი და სხვ.) გასანადგურებელად ყველა ტიპის დაწესებულებაში, პროდუქტების შესანახ და საყოფაცხოვრებო შენობა-ნაგებობებში.