Ray 11 წარმოგიდგენთ:
ყოველი შემდგომი ომი წინას ჰგავს, წინა კი იმ ერთს, მთავარს, რომელიც „ღმერთების ომის” სახელით შემორჩა.
იბერიის მიწებზე იბადება ნახევრად ღმერთი, ნახევრად ადამიანი, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით, იბერიის გაერთიანებულ სამეფოებს უნდა ჩაუდგეს სათავეში და ბნელი ძალების წინააღმდეგ გაილაშქროს.
„იბერიის ქრონიკები” სრულად ეფუძნება ქართული მითოლოგიას, ლეგენდებსა და ისტორიას. კომიქსის ფურცლებზე კი მრავალი ცნობილი და ახალი გმირი ცოცხლდება.