ელ სალვადორი ცენტრალური ამერიკის ყველაზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ ამ რეგიონში სფეშელთი ყავის წარმოებაში მისი როლი და რეპუტაცია საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ბოლო 20 წლის მანძილზე. ყავა ელ სალვადორიდან ძალიან არომატული, საუცხოო და მრავალფეროვანი გემოებითაა გაჯერებული.