გვატემალურ ყავას ახასიათებს სქელი ტანი (კონსისტენცია), მსუყე და საინტერესო პროფილის არომატები. პირში ტოვებს მწიფე ხილის სასიამოვნო გემოებს. ასევე შეიგრძნობთ ბევრ ცოცხალ არომატს და ბოლოს შავი შოკოლადის ნოტები შეგახსენებთ თავს. ცენტრალური ამერიკის რეგიონებიდან გვატემალას ყოველთვის პირველი ან მეორე ადგილი უკავია სტანდარტული ხარისხის ყავის წარმოებით. გვატემალური ყავები ითვლება ყველაზე არომატულ ყავებად მთელ მსოფლიოში.