თორმეტი წლის სტეფანის მოსაწყენი ცხოვრება თავდაყირა მას მერე დგება, როცა მას ბიძამისი – მოულოდნელად გარდაცვლილი მწერალი, გორდონ ეჯლი, თავისი ქონების უდიდეს ნაწილს დაუტოვებს. თუმცა, გოგონას მემკვიდრეობით მხოლოდ სიმდიდრე როდი ერგება – იგი თავს ამოყოფს უჩვეულო, იდუმალებით მოცულ სამყაროში, რომელშიც, საუკუნეებია, ბნელი, ჯადოქრული ძალები მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვიან, მათ შეჩერებას კი ჯიუტად ცდილობს დიდი ხნის წინ გარდაცვლილი და ჩონჩხად აღმდგარი ჯადოსანი, დეტექტივი სკალდაგერი