ყველაფერი ყირამალა
ინგლისელი მწერალი და მსახიობი დონალდ ბისეტი მეტად ორიგინალურ, უცნაურობებით სავსე მოთხრობებს წერდა ბავშვებისთვის. მისი საბავშვო ნაწარმოებები 16 ენაზეა ნათარგმნი.
მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში, რომელსაც სათაურად ბისეტის ერთ-ერთი საყვარელი ზღაპრის სახელწოდება აქვს, მრავალ საინტერესო და უცნაურ არსებას შეხვდებით. მაგალითად, გაიცნობთ კუ როზალინდას, რომელიც საუცხოოდ მღერის, ხალიჩის ქვეშ მცხოვრებ განუყრელ მეგობრებს – ცხენსა და ვეფხვს, თუთიყუშ ერნის, რომელსაც წითელა დაემართა, პატარა ავტობუსს, სიბნელისა რომ ეშინია; შეიტყობთ, როგორ მოსწყდა ადგილს სადგური ვატერლოო და ჩაის დასალევად გაეშურა, როგორ იხილა ბურუსმა სამხედრო აღლუმი… და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენ საოცარ გმირსა თუ გაუგონარ მოვლენას წააწყდებით.