ქონდარეთის სამეფოში სხვადასხვა ხასიათისა და ნიჭის მქონე მოქალაქეები ცხოვრობენ: ჯამბაზი თუ მჭედელი, მოკრივე თუ ფეხბურთელი, პოეტი თუ ბრძენი…
თავად სამეფოს უფლისწული ქონდარუხი კი ერთი ჯიუტი და ძილისგუდა ბიჭია, რომელიც სიზმრად ციცინათელების მწყემს გოგონას ნახავს და, როგორც უფლისწულების წესია, მაშინვე ბრძანებას გასცემს, ახლავე აქ მომგვარეთ, დახუჭობანა უნდა ვეთამაშოო.
ციცინათელების საბრალო მწყემსი გოგონას, ბაიას, ერთადერთი მშველელი მისი საუკეთესო მეგობარი, ჭიამაიების მწყემსი სალამურაა, კეთილ სალამურას კი დახმარებაზე უარს, აბა, ვინ ეტყვის?!
ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი, რომელიც სიკეთესა და მეგობრობას ასწავლის ბავშვებს, პატარა მკითხველებისთვის ფერადი ილუტრაციებით თავად ავტორის, არჩილ სულაკაურის, შვილიშვილმა, გიორგი სულაკაურმა გააფორმა.