სამანტა შვებლინის რომანის, „უსაფრთხო მანძილის“, იდეა უკავშირდება ნამდვილ ამბებს, რომლებიც არგენტინაში დღესაც აქტუალურია. იქაურ სოფლებში სავარგულების პესტიციდებით დამუშავებამ მრავალ ადგილას წყლის მოწამვლა გამოიწვია და უამრავი ბავშვი სხვადასხვა დაავადებითა თუ დეფორმირებული სხეულით იბადება. ამ წიგნში უსაფრთხო მანძილი დედა-შვილს შორის საჭირო დისტანციაა შვილის გადასარჩენად. როდესაც ეს მანძილი იზრდება, მათ შორის უხილავი ძაფი იჭიმება და დედას შიში იპყრობს, რომ შვილი საფრთხეშია. ნაწარმოების ინგლისურ თარგმანს „ცხელებიანი სიზმარი“ ჰქვია, რადგან დედა მთელი ნაწარმოების განმავლობაში აგონიაშია და ამ მართლაც საზარელ სიზმარში მასთან ერთად ვერთვებით. სამანტა შვებლინი ერთ-ერთი გამორჩეული ახალი ხმაა სამხრეთამერიკული ლიტერატურისთვის. მისი სამივე ნაწარმოები „საერთაშორისო ბუკერის პრემიაზე“ წარადგინეს.