ახალბედა დეტექტივები!
ემა და ლუკასი მამასთან, მიკ იანსენთან, ერთად ჩრდილოეთის ზღვაზე, ბაბუის ვილაში მიემგზავრებიან.
ბაბუა ჩინებული დეტექტივი იყო, მისი უბის წიგნაკი კი, რომელსაც ბავშვები ვილაში პოულობენ, პროფესიული ხრიკებისა და მეთოდების ნამდვილი საბადოა.
ვილაში დასახლების პირველსავე საღამოს მათ კარზე უცნაური ზარია – წარმოსადეგი, მედიდური ქალი აცხადებს, რომ გაუჩინარებულ ქმარს დაეძებს და კერძო დეტექტივის დახმარება სჭირდება.
ცხადია, მიკი და მისი შვილები ამ შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ და ამ გამჭრიახი, ალღოიანი ოჯახის დიდი თავგადასავალიც იწყება.
მთარგმნელი: ელენე კოშორიძე