ერთკვირიანი მზიანი არდადეგების დრო დადგა და ხუთეული სრული შემადგენლობით მოემზადა ახალი თავგადასავლებისთვის. ამჯერად გეზი ბილიკოკის გორისკენ აიღეს, მარშრუტზე კი საიდუმლო მღვიმეების, პეპლების ფერმისა და საყვარელი მეგობრის მონახულება მოინიშნეს. მაგრამ ერთი შეხედვით უწყინარმა გეგმამ, თვალსა და ხელს შუა, დაძაბული და საშიში სახე მიიღო და ხუთეული მოვლენების შუაგულში აღმოჩნდა.
ბილიკოკის გორის გზაზე თქვენ გაიცნობთ ტობის, ბენისა და მის გოჭუნას, სახელად ხუჭუჭას, პეპლების კოლექციონერებს, მოხუც მისის ჯეინსს, მფრინავ ჯეფისა და რეის; ხუთეულთან ერთად კვლავ თავდავიწყებით იმოგზაურებთ საიდუმლო ამბების ლაბირინთში და ბოლოს ღრუბლებისკენაც კი გაფრინდებით.