XXI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო მეტად იძენს მსოფლიოს ერთ-ერთი საკვანძო რეგიონის ხასიათს, უპირველესად, კონფლიქტოგენურობის თვალსაზრისით. ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის მიერ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ერაყში, 2003 წელს დაწყებულმა ომმა მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური ვითარება რეგიონში და, გარკვეულწილად, მსოფლიოშიც.