ინას კლასელები არდადეგებისთვის ემზადებიან. ბოლო გაკვეთილზე ერთმანეთს ზაფხულის გეგმებს უზიარებენ. ყველა საზღვარგარეთ მიდის: ზოგი – სამოგზაუროდ, ზოგიც – უბრალოდ, ზღვაზე დასასვენებლად. ინასაც უნდა, არ ჩამორჩეს თანაკლასელებს, ამიტომ ამბობს: სამხრეთით მივდივარო. თუმცა, „სამხრეთი“ ხომ არცერთ ქვეყანას არ ჰქვია! ინას ახალი კლასელი, ვილმერი, კარგად ხვდება, რატომაც ამბობს გოგო, სამხრეთით მივდივარო, ამიტომ ცდილობს, დაუახლოვდეს მას და ერთად წავიდნენ იქ… სამხრეთში…