ამ წიგნში უამრავი მსოფლიო რეკორდია ნახსენები, მაგრამ მინდა გითხრა – ეს რეკორდების კრებული არაა. აქ მოთხრობილია შენი ორი თანატოლის ამაღელვებელი ამბავი, რომელიც დაგარწმუნებს, რომ მონდომებას ყოველთვის აქვს შედეგი და რაც უნდა მოხდეს, გახსოვდეს – არასოდეს, არასოდეს ხარ მარტო.
11 წლის ლუსი რობერტსონს დაზიანებული ნივთების შეკეთება გამორჩეულად ეხერხება. ერთ დღეს ის გადაწყვეტს, „შეაკეთოს“ ის, რაც ყველაზე მეტად სურს – დეპრესიით გატანჯული დედა. ამისთვის კი არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო რეკორდი უნდა დაამყაროს.
ეს არც ისე იოლი საქმეა, მით უმეტეს, თუ მოსამზადებლად მხოლოდ 10 დღე რჩება. მაგრამ ლუსი მარტო არაა. მას საუკეთესო მეგობარი ეხმარება – თანაკლასელი სანდეში. რატომ დასჭირდა ლუსის რეკორდის დამყარება და შეძლებს თუ არა ამას, წიგნიდან შეიტყობ. კითხვისას საოცარი, ემოციებით დატვირთული
თავგადასავალი გელოდება.