ორენოვანი წიგნი - „ძველი თბილისის სურათები/ The Sketchbook of Old Tbilisi“ რომლის შემდგენელიცა და დიზაინის ავტორი სოფიო კინწურაშვილი, ტექსტის ავტორი კი - აკა მორჩილაძეა, მოგვითხრობს მოკლე ისტორიებს თბილისის შესახებ. აკა მორჩილაძისთვის დამახასიათებელი სტილი, წინა საუკუნეების თბილისური ცხოვრების თანამონაწილეობის შეგრძნება და არა მარტო ისტორიული ფაქტები, მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა, ძველი თბილისის განუმეორებელ ხიბლს გვაგრძნობინებს