მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი
აზარი დედასთან ერთად გამორბის თავისი მზიანი, ცხელი სოფლიდან. დედა-შვილის ცხოვრება ორ ნაწილად იხლიჩება – ტკბილ-მწარე მოგონებებად და გაურკვეველ, გრძელ მოლოდინად ქცეულ აწმყოდ პირქუშ, უცხო ირლანდიაში.
უკან, მონატრებულ სამშობლოში დაბრუნება და ღირსების შემლახავი ტრადიციის მორჩილება აზარისთვის სიკვდილის ტოლფასია. არადა თუ ამას არ დაამტკიცებს, უცხო ქვეყანა არ შეიფარებს. ბოლო არ უჩანს დაუსრულებელ დაკითხვებს, ლტოლვილთა თავშესაფარში უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრებას… აზარისთვის ერთადერთი სიხარული ახალ მეგობართან ერთად სირბილია. სირბილი კი ამქვეყნად ყველაფერს ურჩევნია.
წიგნის ავტორი, ჯეინ მიჩელი ირლანდიაში ცხოვრობს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პრობლემის მქონე თინეიჯერებთან მუშაობდა. მან ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა და ორჯერ მიიღო მონაწილეობა დუბლინის 42-კილომეტრიან მარათონში.