ხელმარჯვე თახვი კასტორი და მისი უმცროსი მეგობარი ფრიპე ამ წიგნის გმირები არიან. მათ უსაქმოდ ვერავინ ნახავს – ხან აცხობენ, ხან ღებავენ, ხანაც მებაღეობენ. კასტორი ფრიპეს და მასთან ერთად პატარა მკითხველებსაც ასწავლის, როგორ შეღებონ ხის კარადა, გამოაცხონ გემრიელი ნამცხვარი, დათესონ ლობიო, გაბერონ დაშვებული საბურავი… ეს ყველაფერი დეტალურად, ბავშვებისთვის გასაგებად არის ახსნილი წიგნში, მხიარულ ამბებს კი ბოლოს კასტორის რჩევები მოჰყვება.
მთარგმნელი: ბაკურ სულაკაური, დავით გაბუნია