მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი
მე ლეონ ლეონ ჯონ კროთერსი მქვია. ვარ 4,779 დღის (მათთვის, ვინც მათემატიკაში მოიკოჭლებს – 13 წლისა და 1 თვის). ექვს სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდი. ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ მძიმე ხასიათი მაქვს…
თითქმის ყოველთვის ყველაფერს ძალიან, ძალიან არასწორად ვიგებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის ვიტყვი საწყენ სიტყვებს და იმაზე განსხვავებულად მოვიქცევი, რაც „ნორმად“ მიიჩნევა…ჩემი ტვინი განსხვავებულადაა მოწყობილი და ამას უნდა გავუმკლავდე.
აი, ყველაფერი, რაც ჩემზე უნდა იცოდე.