როცა ჯეინმა და მისმა საუკეთესო მეგობარმა ტომმა ფარდულში მიტოვებული კნუტი იპოვეს, გოგონა საგონებელში ჩავარდა. ძალიან მოუნდა, ფისო შინ დაეტოვებინა, სახელიც კი შეურჩია – კნაჭა. მაგრამ მშობლებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტეს, შინ მეტ ცხოველს ვერ მოვიყვანთო. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მეგობრები, კნაჭას საშობაოდ საუკეთესო საჩუქარი – კეთილი ოჯახი და თბილი სახლი – მოუძებნონ…