მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი
1997 წელს გამოქვეყნებულ პოპულარულ-სამეცნიერო ნაშრომში ამერიკელი მეცნიერი მიმოიხილავს ადამიანების მიერ კოსმოსის კვლევის საკითხებს. ის ამტკიცებს, რომ კაცობრიობის გადარჩენის უმთავრესი გზა შესაძლოა, სწორედ სხვა სამყაროების ჭკვიანურად „გამოყენებაზე“ გადიოდეს. ამ ამაღელვებელ წიგნში სეიგანი განმარტავს, როგორ შეცვალა სამეცნიერო აღმოჩენებმა ადამიანში როგორც საკუთარი თავის აღქმა, ისე მომავლის ხედვა.
კარლ სეიგანი ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი იყო. იკვლევდა გენეტიკის დარგს. ასევე, ჰქონდა ფიზიკის მაგისტრისა და ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორის ხარისხიც.
სერიით – „აკადემია“ – უკვე გამოსულია მისი ეპოქალური ნაშრომი -„კოსმოსი“.