„მოსწავლის პირველი ენციკლოპედია“ ცხრა ნაწილისაგან შედგება, უამრავ საინტერესო საკითხს აერთიანებს და ასობით შეკითხვაზე შეიცავს პასუხს. მარტივი, ადვილად წასაკითხი ტექსტი და დეტალური ილუსტრაციები მსოფლიოს ისტორიის, გეოგრაფიის, ადამიანის ორგანიზმის, ცხოველთა სამყაროსა თუ კოსმოსის უკეთ შეცნობაში დაგეხმარება.