ეს წიგნი პირველად 1935 წელს გამოიცა ვენაში, როდესაც ავტორი, ერნსტ გომბრიხი, 26 წლის იყო. მას შემდეგ გამოცემა არაერთხელ გადამუშავდა და დღეს ისტორიის ფასდაუდებელ გზამკვლევად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში.
ორმოცი თავისგან შედგენილი წიგნი მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიას ქვის ხანიდან ატომური იარაღის შექმნამდე. აქ მკითხველს არ დახვდება მშრალი ფაქტებისა და თარიღების ნუსხა, ავტორი მხატვრული ოსტატობით აცოცხლებს ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენებს, მიღწევებსა თუ გამოგონებებს.
წიგნი ავტორმა მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე დაწერა, თუმცა ის შესანიშნავი არჩევანია ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის.