ილნეტსების საგვარეულო წყევლამ და მასთან დაკავშირებული უიღბლობების წყებამ გვარის უმცროს წარმომადგენელს, სტენლი ილნეტსსაც უწია, შედეგად თავი დიდ ხათაბალაში გაყო, უფრო სწორად, „ხათაბალა“ პირდაპირ თავზე დაეცა. მოზარდთა გამოსასწორებელ კოლონიაში – მწვანე ტბის ბანაკში მოხვედრილი სტენლი ყოველდღე თითო ორმოს თხრის, სხვა არაერთი წინააღმდეგობის გადალახვაც უწევს და თანდათან მისი ყოველი დღეც ერთ დიდ ორმოს ემსგავსება. „მწვანე ტბის ბანაკი“ დღეისათვის მოზარდთა ლიტერატურის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიიჩნევა და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 2003 წელს მის მიხედვით ფილმიც გადაიღეს.