რა უნდა ქნა, როცა ძალიან გინდა მოგზაურობა, მშობლები კი უარს ამბობენ? ან, როცა ავად ხარ, დედა საწოლიდან ადგომის ნებას არ გაძლევს, შენი მეგობრები კი მდინარეზე სათამაშოდ გეპატიჟებიან? როცა მშობლები შინ არ არიან, გარეთ კი უკვე ღამეა? ან ტყეში გზა აგებნა და უმცროს დაიკოს შენზე მეტად ეშინია?
ბაჭია ტიმი ყოველთვის პოულობს საუკეთესო გამოსავალს. ის ყოჩაღი ბაჭიას სახელსაც იმსახურებს მშობლებისა და და-ძმებისაგან.