რატომაა ზოგი სახელმწიფო მდიდარი და ზოგი – ღარიბი? რატომ არსებობს მათ შორის სიმდიდრისა და სიღარიბის, ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის, სიუხვისა და შიმშილის ზღვარი? რა განსაზღვრავს კეთილდღეობას – კულტურა, კლიმატი თუ გეოგრაფიული მდებარეობა? ამ წიგნში ნაჩვენებია, რომ ამ ფაქტორებიდან – არც ერთი!
თხუთმეტწლიან კვლევაზე დაყრდნობით, დარონ აჯემოღლუ და ჯეიმს რობინსონი ამტკიცებენ, რომ ეკონომიკურ წარმატებას ან წარუმატებლობას ხალხის მიერ შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტიტუტები განსაზღვრავს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კორეა, რომელიც გამორჩეულად მონოეთნიკური ერია. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრებნი მსოფლიოს უღარიბეს ადამიანთა რიცხვში შედიან, მაშინ როცა სამხრეთკორეელები უმდიდრესთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ორ კორეას შორის არსებული განსხვავება შიდა პოლიტიკითაა განპირობებული, რამაც ორი სხვადასხვა განვითარების ტრაექტორია წარმოშვა. აჯემოღლუმ და რობინსონმა თავი მოუყარეს ისტორიულ მასალებს რომის იმპერიის, მაიას ქალაქ-სახელმწიფოების, საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და აფრიკის შესახებ და ეს მონაცემები საფუძვლად დაუდეს პოლიტიკური ეკონომიკის ახალ თეორიას, რომელიც გამოგვადგება დღეს აქტუალურ კითხვებზე პასუხის გასაცემად:
– გააგრძელებს თუ არა სწრაფ ზრდას ჩინეთის ეკონომიკა და ამ მხრივ აჯობებს თუ არა ის დასავლეთს?
– ნუთუ ამერიკის საუკეთესო დღეები უკვე წარსულს ჩაბარდა? ვქმნით თუ არა მანკიერ წრეს, რომელიც სიმდიდრეს მხოლოდ უმცირესობას მოუტანს?
ეს წიგნი შეცვლის ადამიანების ცოდნას სიმდიდრის და სიღარიბის შესახებ …
ისეთივე ამბიციური, როგორც ჯარედ დაიმონდის იარაღი, მიკროორგანიზმები და ფოლადი (ბიზნესუიკი)
გამომაფხიზლებელი, ენამრავალი, ველურად ამბიციური და საბოლოოდ იმედის მომცემი… ერთგვარი შედევრი (ვაშინგტონ პოსტი).