ყველა თაობაში დასმული კითხვა – „ძველი დრო სჯობია თუ ახალი?“ – ჰეფლების ოჯახშიც აქტუალურია. დედ-მამა და პაპა, რა თქმა უნდა, „ტკბილ“ წარსულს მისტირიან. ამიტომაც შეიტანს გრეგის დედა მერიაში პეტიციას, რომლის მიხედვითაც მთელმა ქალაქმა ნებაყოფლობით უნდა გაატაროს შაბათ-კვირა ელექტრონული მოწყობილობების გარეშე. გრეგს კი ჰარდსქრებლის ფერმებში უწევს „ძველ დროში“ გადაბარგება. შეძლებს ნეტა წრიპა ბიჭი ასეთ რთულ პირობებში თავის გადარჩენას?