გრეგი სუპერტექნოლოგიებით აღჭურვილ სახლზე ოცნებობს, რომელსაც ძირითადი ნაწილი მიწისქვეშ ექნება განლაგებული. მოულოდნელად ჰეფლები დიდედა რებას გარდაცვალების ამბავს შეიტყობენ. ამ სამწუხარო ცნობასთან ერთად მათ სასიამოვნო სიურპრიზი ელით – მემკვიდრეობით მიღებული დიდედას ქონების ნაწილი. გრეგს მაშინვე თავისი საოცნებო სახლი უდგება თვალწინ. თურმე დედაც სახლის განახლებაზე ფიქრობს…
შეძლებენ ჰეფლები ნაანდერძევი ფული ისე გამოიყენონ, სახლიც გაადიდონ და მეზობლებიც არ მოიმდურონ?