ელიზაბეთ ბენეტი ხუთ დას შორის ასაკით მეორეა. ბენეტების დედა მუდამ ქალიშვილების მომავალზე ფიქრობს. სურს, ხუთივე ქალიშვილი დროულად დააქორწინოს, თუმცა ელიზაბეთისთვის მთავარი სიყვარულია. მეჯლისზე ელიზაბეთი მისტერ დარსის გაიცნობს, რომელიც ამაყი და ქედმაღალი კაცი ჩანს. მაგრამ პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს…
ჯეინ ოსტინის კლასიკური ნაწარმოების თანამედროვე, მხიარული ილუსტრაციებით გაფორმებული ადაპტაცია.