სოციალური კლასის, დანაშაულისა და ნორმიდან გადახრის, განათლების, ბიუროკრატიზმის, რელიგიური და პოლიტიკური დაყოფის კვლევებზე აგებული ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ გვიხსნის სოციოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს, თან ითვალისწინებს, როგორ აყალიბებს ინდივიდს საზოგადოება და პირიქით. ამ ახალ გამოცემაში სტივ ბრიუსი აზუსტებს სოციოლოგიის, როგორც დარგის ბუნებას. იცავს რა „მეცნიერებას“ საკუთრივ სოციალურ მეცნიერებებში, ავტორი ამტკიცებს: ვიდრე სოციოლოგიას განსაზღვრავს ახალი დღის წესრიგი და იდეები, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა ობიექტური, მიუმხრობელი სოციალური ანალიზი