ტოპო-ტიპი პატარა თაგუნაა, რომელიც, ჩვენი შვილების მსგავსად, ხშირად ონავრობს და არ უჯერებს თავის მშობლებს – ძუნწობს, ბრაზობს ან ებუტება თავის მეგობრებს, მაგრამ ბოლოს ყოველთვის ხვდება თავის შეცდომას და მის გამოსწორებას გულწრფელად ცდილობს.
ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული „ტოპო-ტიპი და მეგობრები“ ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს და ონავარი თაგუნას მაგალითზე, პატარებს „კარგად მოქცევას“ ასწავლის.