თ. ჯაფარიძე, დ. აბურჯანია
კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
მოსწავლის წიგნი;
სამუშაო რვეული;
მასწავლებლის წიგნი;
აუდიო მასალა;
ვიდეომასალა;
ფლეშკარდები.
მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია რვა თემატური ერთეული, რომელიც სრულ თანხვედრაშია სამუშაო რვეულთან. თითო თემატური ერთეული (Unit-ი) დაყოფილია ოთხ ნაწილად:
Lesson 1 და Lesson 2 თემატური ერთეულის ფარგლებში შესასწავლ ლექსიკურ და გრამატიკულ მასალას წარმოგვიდგენს სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით;
Lesson 3-Story-ფუნქციურ-საკომუნიკაციო ენას წარმოადგენს (მინი დიალოგები სახელმძღვანელოს პერსონაჟების ჩართულობით). თემები გლობალური ღირებულების მიხედვითაა შედგენილი და ორიენტირებულია ღირსებული მოქალაქეების აღზრდისკენ;
Lesson 4- Phonics- ეწოდება. ამ გაკვეთილის ფარგლებში ერთდროულად სამი ან/და ოთხი ასო-ბგერა შეისწავლება;