იტალიაში, მთების შუაგულში, ორტას ტბასთან ამოზრდილია პატარა კუნძული სან ჯულიო. კუნძულზე უცნაური ბარონი ლამბერტო ცხოვრობს თავის მაჟორდომ ანსელმოსთან ერთად. მხოლოდ ანსელმოს შეუძლია შეახსენოს მოხუც და ავადმყოფ ბარონს, 24 დაავადებიდან კონკრეტულად რომელი სტანჯავს.
ერთხელ ლამბერტოს დისშვილი ოტავიო გადაწყვეტს, ხელში ჩაიგდოს მდიდარი ბიძის ქონება, მაგრამ ბანდიტები დაასწრებენ, მოხუც ბარონს მძევლად აიყვანენ და უზარმაზარ გამოსასყიდს მოითხოვენ.
ეს უცნაური ამბავი ბარონ ლამბერტოზე არ მთავრდება ისე, როგორც ყველა ზღაპარი. მაგრამ არ შეშინდე, თავადაც შეგიძლია ამ ამბის გაგრძელება ერთი ან ორი სიტყვით, ან სულაც რამდენიმე თავის დამატებით. მთავარია, სიტყვებმა არასდროს შეგაშინოს…
ჯანი როდარი მხიარული, სიყვარულისა და სასწაულების გამავრცელებელი მეზღაპრეა. მისი გამაოგნებელი პერსონაჟები გასაოცარ ამბებს გვიყვებიან და მათ ჯადოსნურ და თან ნამდვილ სამყაროში მოგზაურობით საუცხოო შთაბეჭდილებებს გვიტოვებენ…
მთარგმნელი: ნათია აბრამიშვილი