რომანის მთავარი გმირი, როდიონ რასკოლნიკოვი, უნივერსიტეტიდან გარიცხული ხელმოკლე სტუდენტია, რომელიც პატარა ოთახში ეძლევა განსჯას სამართლიანობის შესახებ და გადაწყვეტს, შეგნებულად ჩაიდინოს დანაშაული – მოკლას ადამიანი, რათა დაუმტკიცოს საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოსაც, რომ ამის უფლება აქვს.
იგი ისჯება: ეშინია საზღაურისა, სასტიკ სინდისის ქენჯნას განიცდის და თანდათან მონანიებისკენ მიისწრაფვის. მის ირგვლივ ადამიანები არიან, ყველანაირი: კარგიც და ცუდიც, დიდსულოვანიც და ნაძირალაც, უბედური, მაგრამ სულით ნათელიც… მათგან მხოლოდ ერთს, პორფირი პეტროვიჩს, ძალუძს რასკოლნიკოვის სულში ჩახედვა და მხოლოდ ერთი, სონია მარმელადოვა მოუწოდებს მას მონანიებისკენ.
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი