ასაკი: 5+
22-გვერდიანი წიგნი + კალამი
ამ ფერადი, მხიარული ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სავარჯიშოებია თავმოყრილი. ბავშვებმა უნდა გააყოლონ ფლომასტერი ხაზებს, დაასრულონ ნახატები, დააკავშირონ ფიგურები ერთმანეთს, ამოიცნონ ფერები, იპოვონ ნახატებზე დაშვებული შეცდომები… ყველა ეს სავარჯიშო მათ გონებას გაუვარჯიშებს და ნატიფი მოტორიკის დახვეწა-განვითარებაში დაეხმარება.