ბავშვები ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან – ხან გულუბრყვილოები, ხანაც ეშმაკუნები, ზოგჯერ ურჩები და ცელქები, ზოგჯერ დამჯერნი და საზრიანები; ხშირად რაღაცის ეშინიათ, უმეტესად კი გამბედაობას ამჟღავნებენ. წაიკითხე ეს წიგნი და გაიგე, როგორ დგამენ საშობაო წარმოდგენას „მელორი ტაუერსის“ გოგონები, ვინ არის დიქტატორი რეჟისორი, რა „იონს“ აწყობს ფრანგულის მასწავლებელი, როგორ გადაურჩება ერთი მოსწავლე სკოლიდან გარიცხვას და შეძლებენ თუ არა ბავშვები წარმატებული სპექტაკლის დადგმას უფროსების დახმარების გარეშე.