21-ე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, „სულაკაურის გამომცემლობა“ ყოველ წელიწადს გამოსცემდა პოპულარულ სერიას „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“ – მკითხველს ერთ წიგნად სთავაზობდა ლიტერატურულ პერიოდიკაში 15 ქართველი ავტორის მიერ გამოქვეყნებულ წლის საუკეთესო მოთხრობებს. ბესო ხვედელიძე ყველაზე ხშირად ხვდებოდა ამ სერიაში.