ზღაპარი გრძელდება… სონია ტროლ ბიჭთან, ესპენთან ერთად მოგზაურობს ჯადოსნურ იოტუნდალენში. ამ ზღაპრულად ლამაზ ადგილას ტროლები და მოლაპარაკე ცხოველები ბინადრობენ, მაგრამ უამრავი ხიფათიც არსებობს. ხეობაში დასახლებულ ვიკინგებს შურისძიება სწყურიათ, ორაკულის მოკავშირეები ხდებიან და მასთან ერთად ცდილობენ ესპენის დამარცხებას. სონია კი ტროლების, ვიკინგებისა და მთიელი ხალხის სამკვდრო-სასიცოცლო ბრძოლაში ერთვება.
მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე