– სკალდაგერი! – დაიყვირა ვალკირიამ. დეტექტივმა ახედა, ხელი გაიშვირა, მაგრამ გვიანი იყო. პორტალმა დეტექტივი ჩაყლაპა.
უსახოების დაბრუნების ოპერაცია დიდი ხანია, დაიწყო. ყველაზე ბოროტი არსებები გადამწყვეტი თავდასხმისთვის ემზადებიან. ცოტაც და შურს იძიებენ: პორტალს გახსნიან, სამყაროში შემოაღწევენ, ჯადოქრების სხეულებში ჩასახლდებიან და ქაოსს გააბატონებენ.
მაგრამ სიკეთის დამარცხება ადვილი არაა, როცა მას ჩონჩხი დეტექტივი და მისი ცამეტი წლის მეწყვილეემსახურებიან, გადარჩენის იმედს არასდროს შეელევიან და ადრე თუ გვიან უსახო ღმერთებისა და ჯადოქრების ბრძოლას სიკეთის გამარჯვებად აქცევენ.
თუმცა, დანაკარგი ზოგჯერ გამარჯვებასაც მოსდევს…