ანა მორცხვი და ზრდილობიანი გოგონაა, დედ-მამას ყოველთვის უჯერებს და უფროსებთან თავაზიანად იქცევა. აი, მისი ანარეკლი – მხიარული, ონავარი და თავნება ანაბელი კი…
თუმცა, ვინ თქვა, რომ ანაბელი მხოლოდ ანარეკლია?
ამ წიგნში სარკიდან გადმოსული პრინცესა ანაბელისა და ანას მეგობრობის შესახებ წაიკითხავ და მათთან ერთად გაეხვევი უცნაურ, დაუჯერებელ და სასაცილო თავგადასავლებში.
წაიკითხე მხიარული ამბები ყველასთვის საყვარელი საბავშვო ავტორისაგან.