ეკატერინე გაბაშვილის უკვდავ მოთხრობებზე არაერთი თაობაა აღზრდილი. ამ კრებულში შესულია ყველასათვის საყვარელი საყმაწვილო მოთხრობები: `ჩვენი კაკლის ხე~, `ხატაურა ჩემია~, `როგორ მიეგება სვიმონიკა ახალ წელს~, `ოჯახის ბურჯი~, უსინათლო ლექსო~ და სხვა. ასევე, შესულია მოთხრობა `მაგდანას ლურჯა~, რომლის მიხედვით ფილმიცაა გადაღებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს. გაბაშვილის მოთხრობების გმირი ბავშვები – როგორც გლეხების, ისე წარჩინებულთა შვილები, ალალ-მართალნი, მეგობრულები, გამტანები, შრომისმოყვარეები და უზომოდ გულმოწყალენი არიან.