ბიოგრაფიულ რომანში, „ბანაკი“, გიუნელ მოვლუდი ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ დევნილებისთვის გაშლილ ე. წ. კარვების ქალაქში თავის ხუთწლიან ცხოვრებას აღწერს. რომანში ასახულია საკუთარი მიწიდან, სახლიდან, შეჩვეული ყოფიდან გამოგდებული, ყველანაირი საკუთრების დამკარგავი ადამიანების ბედი, ამგვარ რთულ ვითარებაში აღმოცენებული იერარქია, დომინანტი ინდივიდების მიერ დადგენილი კანონები, ექსტრემალური პირობებისგან წარმოქმნილი შემთხვევები და ურთიერთობები. ადამიანთა ცხოვრებაში ომის, დევნილობის მიერ შემოტანილ გაჭირვებასთან, ფიზიკურ ტანჯვასა და ავადმყოფობასთან ერთად, რომანის ძირითადი ხაზი ზნეობრივი დეგრადაციის გარდაუვალობაცაა.
„ომი უზნეობაა!“ – ეს „ბანაკის“ მწარე გოდებაა.
მთარგმნელი: ოქტაი ქაზუმოვი