მთარგმნელი: შოთა ფუტკარაძე
„ორი ბიჭი − ერთმანეთის პირისპირ, შუაში − მავთულხლართების ღობე“ − ჯონ ბოინისთვის ეს სურათი უეცარ შთაგონებად იქცა, რომ ორი პატარა ბიჭის ამბავი მოეთხრო…
„ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ ჰოლოკოსტის თემაზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია. მასში ვერ ნახავთ სიტყვებს – ფაშიზმი, ნაციზმი ან საკონცენტრაციო ბანაკი, მაგრამ მთელი სიმძაფრით იგრძნობთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი, როგორი საშიში შეიძლება იყოს ფანატიზმი და როგორი უმწეოა ბავშვი გაბოროტებული ადამიანების გაუკუღმართებული წესრიგის წინაშე.