ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ამბების მთელი სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია, `დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა~ კი ამ სერიის პირველი წიგნია.
„…დედა, მამა და მათი რვა შვილი ვეებერთელა ქალაქის შუაგულში, აგურის შენობაში ცხოვრობდნენ. ერთი ციდა ბინა ჰქონდათ – ერთადერთი ოთახი და სამზარეულო. თავად კი ათნი იყვნენ….“ – მოგვითხრობს ვესტლი.
გაინტერესებს ამ პაწაწინა ბინაში მცხოვრები დიდი ოჯახის საოცარი ამბავი, სადაც რვა ბავშვთან და დიდედასთან ერთად ცხოვრობს საბარგო მანქანა და ძაღლი, სახელად – სამოვრის მილი?
მაშ, წაიკითხე მათი თავგადასავალი.