კლასი: I-II
ყუთში დაგხვდებათ:
ბუკლეტი თამაშის ინსტრუქციით
12 ორმხრივი დაფა
რიცხვების 3 გროვა
ლოტოს სათამაშო ნაკრებში მოცემული 3 სხვადასხვა სტილის 12 ორმხრივი დაფა და რიცხვების 3 გროვა სამი საინტერესო და სახალისო თამაშისთვისაა განკუთვნილი:
დათვალე რაოდენობები 20-ის ფარგლებში
შეკრება და გამოკლება 20-ის ფარგლებში
შეკრება და გამოკლება 100-ის ფარგლებში
თითოეულ თამაშში ჩართვა 2-4 მოთამაშეს შეუძლია. ბავშვებს დამატებით დასჭირდებათ თამაშის კიდევ ერთი წევრი – რიცხვების წამკითხველი. სამივე თამაშის ინსტრუქცია პატარა ბუკლეტშია მოცემული.
ლოტო: რიცხვები და შეკრება-გამოკლება ბავშვებს გაუადვილებს პირველი მათემატიკური მოქმედებების შესრულებას. მხიარული თამაშებით მოსწავლეები რაოდენობის სწრაფად დათვლასა და შეკრება-გამოკლებაში გაიწაფებიან