მუმინების ხეობაში გვიანი შემოდგომა დადგა. სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს იქაურობის მონახულება ჰემულმა, ჰომსამ, ფილოფიონკამ, ძია სკრუტმა და მიმლამ. არადა მუმინების ოჯახი შინ არ არის, ამიტომაც არ დახვდებათ სტუმრებს არაფერი ისე, როგორც წარმოედგინათ. სტუმართმოყვარე მასპინძლების მოლოდინში ყველანი მუმინების სახლში დასახლდებიან და ცდილობენ, ერთმანეთს რიგიანი მეზობლობა გაუწიონ…