ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი – საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი.
როგორც ცნობილია, ეგზიუპერი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სამხედრო პილოტად მსახურობდა და ამიტომ მიიჩნევენ, რომ მის ამ ალეგორიულ მოთხრობაში სწორედ საავიაციო გამოცდილებიდან მიღებული დეტალებია ჩართული. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.
მთარგმნელი: მერაბ ფიფია