„საიდუმლო შვიდეულის“ თავგადასავალი გრძელდება! იწყება ნანატრი სააღდგომო არდადეგები და მეგობრები ისევ იკრიბებიან, თუმცა ამჯერად საყვარელი ფარდულიდან უწევთ წასვლა. წინ ბევრი საქმეა: ახალი შტაბია მოსაძებნი და მოსაწყობი, პაროლიც მოძველდა და გამოსაცვლელია…
ისეთი პირი უჩანს, არდადეგებს შვიდივენი მშვიდად და უზრუნველად გაატარებენ.
მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი იცვლება – შეკრების ახალი ადგილიდან ნივთები ქრება. საიდუმლო ორგანიზაციის წევრები გამოძიებას იწყებენ და ცდილობენ, გაიგონ, ვინ არის მათი იდუმალი სტუმარი – პატარა აბეზარი სუზი თუ ვინმე სხვა?