გონებრივი შრომით გადაღლილი და დაუძლურებული სამი მეგობარი გადაწყვეტს, ნავით აუყვეს მდინარე თემზას. სწორედ მათი – ჯორჯის, ჰარისის, ჯეისა და მისი ძაღლის ორკვირიანი მოგზაურობის ამბავს აღგვიწერს ჯერომ ჯერომი. მდინარეზე ნავით გასეირნება მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში ძალიან პოპულარული გასართობი იყო. მწერალს სურდა, თემზისპირა სოფლებისა და ქალაქების მეგზური შეედგინა, თუმცა მხიარული ამბებითა და ხალასი ხუმრობებით გაჯერებული წიგნი იუმორისტულ ნაწარმოებად იქცა.