ქართველი მწერალი, ზაირა არსენიშვილი (1930-2015) ძირითადად რომანებითაა ცნობილი, მაგრამ ის მოთხრობების, სცენარებისა და პიესების ავტორიცაა.
პროზაული კრებული „შაჰაბაზა და სხვა მოთხრობები“ მოზარდებისთვისაა განკუთვნილი.
მასში თავმოყრილია მოთხრობები, რომლებშიც მოქმედება ხდება საქართველოს უახლოეს წარსულში – XX საუკუნის 20-30-40-იან წლებში.
ამ წიგნით მკითხველი გაიგებს, თუ როგორ ცხოვრობდნენ იმ დროს ქართველი ბავშვები, როგორ აისახებოდა მსოფლიო გლობალური მოვლენები მათი მშობლების,
და-ძმების, ნაცნობ-მეგობრების, მეზობლების,
კლასელების – მთელი საზოგადოების ცხოვრებაზე.
ყველა მოთხრობას ერთვის განმარტებები და კომენტარები.
კრებულს ახლავს ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და მეცნიერის, გიორგი ლობჟანიძის წინათქმა, რომელიც საინტერესო იქნება მშობლების, პედაგოგების და, ზოგადად, მკითხველთა ფართო წრისათვის.