ტოტოშას სულაც არ უნდოდა საბავშვო ბაღში სიარული, მაგრამ ვინ მოუსმენდა მის წუწუნს, პანდემია რომ არ დაწყებულიყო?!
ასე დარჩა ის უბაღოდ ხან შინ, ძიძასთან, ხან ბებო-პაპასთან და ხანაც ბებია-ბაბუასთან.
ამ წიგნში ტოტოშას და მისი დიდი ოჯახის მხიარული ამბებია მოთხრობილი, რომლებიც თავად ჩაიწერა პაპას ტელეფონში.
წაიკითხეთ გია პაპუაშვილის წიგნი და აუცილებლად შეგიყვარდებათ ჯიუტი, ანცი, ძალიან კეთილი, პატარა გოგონა ტოტოშა.