1927 წელს გამოცემული „ტრამალის მგელი“ ჰესეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მისი მთავარი პერსონაჟია ჰარი ჰალერი – ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელშიც ადამიანური და მგლური მარტოსულობა ერწყმის ერთმანეთს. მისი პიროვნება „სულს გვიფორიაქებს, ლოდივით გვაწევს გულზე და სიმშვიდეს გვაკარგვინებს“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან გვიყვარს.